კითხვები

აირჩიეთ შეკითხვა, რომელიც გაინტერესებთ და ნახეთ შესაბამისი პასუხი.


1. რა სახის სერტიფიკატია მისაღები გზავნილის განსახორციელებლად? ;


პასუხი:

15000 ევრომდე თანხის გასაგზავნად ან მისაღებად საჭიროა იქონიოთ ქვევით ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთერთი.

- ბერძნული პირადობის მოწმობა
- ბერძნული პასპორტი
- ევროკავშირის მოქალაქის პირადობის მოწმობა
- უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი
- უცხოელისთვის საბერძნეთში ცხოვრების უფლების მოწმობა
- ლტოლვილის მოწმობა
- ეთნიკურად ბერძენის პირადობის მოწმობა
- მოგზაურის მოწმობა

15000 ევროზე მეტი თანხის გასაგზავნად ან მისაღებად საჭიროა დამატებითი საბუთები:

- გამგზავნის/მიმღების სახელმწიფო დაბეგვრის პირადი ნომერი, დამოწმებული.
- დამოწმებული საბუთი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

(მისამართის დადასტურება შესაძლებელია აგრეთვე დენის ან წყლის გადასახადის ქვითრის წარდგენით).



2. როგორ გავიგო არის თუ არა ჩემს მიერ გაგზავნილი თანხა გატანილი მიმღების მიერ?


პასუხი:

(i) სწრაფი ფულადი გზავნილები:

სწრაფი ფულადი გზავნილის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონებზე 210 5202330 ან 2105202332 სადაც გაიგებთ ამ შეკითხვაზე პასუხს, არის თუ არა თქვენს მიერ გაგზავნილი თანხა გაცემული.

(ii) საბანკო გადარიცხვები

საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონზე 210 5234402, სადაც მიიღებთ დეტალურ პასუხს თანხის ჩარიცხვის შესახებ KMT- ის მომსახურე ბანკიდან მიღებული ამონაწერის საფუძველზე.



3. თუ შემიძლია სწრაფი ფულადი გზავნილის მიმღების სახელის ან გვარის შეცვლა?


პასუხი:

თუ თანხა უკვე გაცემულია, ეს შეუძლებელია. იმ შემთხვევაში თუ თანხა არაა გაცემული, უნდა მობრძანდეთ KMT- ის ოფისში, წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ჩვენს მიერ მოცემული გზავნილის ორდერი, რომელზეც აღნიშნულია კოდი. შემდეგ იქნება შესაძლებელი მიმღების სახელის შეცვლა.



4. თუ შემიძლია ჩემს მიერ სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით გაგზავნილი თანხის უკან დაბრუნება?


პასუხი:

თუ თანხა უკვე გაცემულია, ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ თანხა არაა გაცემული, ამ შემთხვევაში უნდა მობრძანდეთ KMT- ის ოფისში, წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ჩვენს მიერ მოცემული გზავნილის ორდერი, რომელზეც აღნიშნულია კოდი. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ თქვენი თანხა უკან (გზავნილის თანხას დამატებული გაგზავნის საკომისიო).



5. თუ თანხა გაგზავნილია საბანკო ანგარიშზე, შესაძლებელია თუ არა მონაცემების შეცვლა ან შესწორება? თუ თანხა უკან უნდა გაიცეს?


პასუხი:

(i) პირველ რიგში აუცილებელია KMT- ის მომსახურე ბანკიდან დადასტურების მიღება იმის შესახებ, რომ ნამდვილად არსებობს მონაცემებში შეცდომა და შესაბამისად თანხა ვერ მოხვდება მიმღების საბანკო ანგარიშზე. შემდეგ ხდება გამგზავნთან დეტალების დაზუსტება და მასთან შეთანხმებით შესწორებების შეტანა. შესწორების შეტანის შემთხვევაში, გამგზავნი იხდის ბანკში არსებული ტარიფების თანახმად დამატებით საკომისიო გადასახადს.

ii)არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ გაიგზავნოს ბანკში მოთხოვნა თანხის უკან დაბრუნებაზე. იმ შემთხვევაში თუ თანხა ბანკის მიერ ჯერ არაა გაგზავნილი და ჩარიცხული მიმღების ანგარიშზე, ბანკს შეუძლია ამ თანხის უკან დაბრუნება, რაც აგრეთვე ბანკში არსებული ტარიფების გათვალისწინებით გამგზავნისთვის გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.



6. მსურს თანხის გაგზავნა და ჩემს მახლობლად ვერ ვპოულობ KMT- ის რომელიმე ფილიალს. არსებობს გამოსავალი?


პასუხი:

იმ შემთხვევაში, თუ ხართ უკვე KMT- ის მომხმარებელი, გაქვთ ჩვენი ბარათი, და გასაგზავნი თანხა არ აღემატება 1000 ევროს, ჩვენ მოგემსახურებით შემდეგნაირად:

სწრაფი ფულადი გზავნილები:

(ა) უნდა დარეკოთ KMT- ში დარეგისტრირებისას და ჩვენი მომხმარებლის ბარათის აღებისას დაფიქსირებული თქვენი ტელეფონის ნომრიდან 210 5202330 ან 2105202332 ნომრებზე, შემდეგ ირჩევთ თქვენთან ახლოს მდებარე ქვემოთ ჩამოთვლილი ბანკებიდან რომელიმეს და KMT- ის თანამშრომელი გიკარნახებთ ამ კონკრეტულ ბანკში ჩვენი კომპანიის ანგარიშის ნომერს. (Εθνική, Alpha, Πειραιώς ) - ეთნიკი (ეროვნული ბანკი), ალფა ბანკი, პირეოს ბანკი

(ბ) აღნიშნულ ანგარიშზე შეიტანთ თანხას, რომელიც შეადგენს გასაგზავნი თანხისა და გაგზავნის საკომისიოს ჯამს. თანხის შეტანისას აუცილებელია მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი და სასურველია ბარათის ნომერიც.

(გ) შემდეგ რეკავთ KMT- ის ოფისში და გვატყობინებთ თანხის მიმღების სახელსა და გვარს, ქალაქს, გასაგზავნი თანხის რაოდენობას და თქვენი ბარათის ნომერს.

(დ) გადამოწმების შედეგად KMT- ის თანამშრომელი გზავნის თქვენს მიერ ჩარიცხულ თანხას და შემდეგ გირეკავთ და გატყობინებთ მიმღებისთვის გადასაცემ გზავნილის კოდს.

(ე) თქვენი სურვილის მიხედვით შესაძლებელია მოგაწოდოთ გზავნილის ორდერი ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით..